არა. კვლევებმა აჩვენა რომ ხშირად ის ბავშვები რომლებიც იყენებენ ჭოჭინას, სიარულს სწავლობენ ერთი თვით გვიან ვიდრე ისინი ვინც არ იყენებს მას. ჭოჭინა ბავშვებს აძლევს საშუალებას იმოძრავონ ოთახში, იმის მიუხედავად რომ ფიზიკურად არ არიან ამისთვის ჯერ მზად. ამან შეიძლება გამოიწვიოს ბავშვში უცნაური მოძრაობების შესრულება და დროში გაახანგრძლივოს კუნთების კონტროლის უნარის ჩამოყალიბება.
ნაწილობრივ ბავშვები სწავლობენ სიარულს თავიანთ ფეხებზე და ტერფებზე დაკვირვებით. თუ ჭოჭინას გააჩნია საყრდენი დაფა, ბავში ვერ ხედავს რა ხდება მისი სხეულის ქვედა ნაწილში და ვერ იღებს ინფორმაციას თავისი მოტორული განვითარების შესახებ.
ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციები არის ჭოჭინის გამოყენების წინააღმდეგ, არა მხოლოდ იმის გამო რომ მან შეიძლება შეაფერხოს ბავშვის მოტორული განვითარება, არამედ ის ასევე შეიძლება იყოს სახითფათო ბავშვებისთვის.
აშშ-ში ათასობით ბავში ხვდება გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ან ექიმთან, ჭოჭინათი კიბეებიდან გადმოვარდნის ან ავეჯთან დაჯახების გამო. ხანდახან მშობლები ჭოჭინაში მყოფ ბავშვებს ხანგრძლივად ტოვებენ მარტო.